თბილისის აეროპორტში უცხოელი ტურისტი დააკავეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა უცხოელი ტურისტი დააკავეს - შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაცია და კადრები "ტელეგრამ არხზე" ვრცელდება.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.
შემთხვევის დამატებითი დეტალები, მათ შორის, დაკავებულის ვინაობა და გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.