მზადება ალილოს მსვხლელობისთვის - რა ხდება რესპუბლიკის მოედანზე
თბილისში „ალილოს“ ტრადიციული საშობაო მსვლელობის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათი რჩება. რუსთაველის გამზირზე მზადების სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია.
რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალური კარავი, სადაც შემწეობები გროვდება, რომელიც შემდეგ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს.
მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე უკვე იკრიბებიან, საიდანაც კოლონა 14:00 საათზე დაიძრება და ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
მთელი საქართველო, ყველა ქართველი ერთიანდება. გვიყვარდეს ჩვენი რჯული, ჩენი სარწმუნოება. ვიწყებთ რუსთაველიდან, მივდივართ სამებამდე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევკრიბოთ, ჩავრთოთ ამ სადღესასწაულო ღონისძიებაში, - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.
„ალილოს“ მსვლელობის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. მძღოლებს ურჩევენ, გადაადგილებისას ალტერნატიული მარშრუტები დაგეგმონ.