შარშან, სახეს რომ ულეწავდნენ ახალგაზრდებს, რატომ არ გქონდათ რეაგირება? - სხვიტარიძის დედა საპატრიარქოს

07.01.26 13:44
შარშან, სახეს რომ ულეწავდნენ ახალგაზრდებს, რატომ არ გქონდათ რეაგირება? - სხვიტარიძის დედა საპატრიარქოს

 

 

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა საპატრიარქოს კითხვით მიმართავს, რატმ დუმდნენ შარშან, როდესაც ადამიანებს ქუჩაში სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ. 

ელენე ახობაძე "ოცნების" ხელისუფლებასაც მიმართავს და ამბობს, რომ სინდისის პატიმრებს შესაწყალებელი არაფერი აქვთ და პირიქით, "შესაწყალებელი თავად "ოცნებაა". 

საპატრიარქოს მინდა, კითხვა დავუსვა, შარშან, დეკემბერში, 10 დღე სისხლს რომ ადენდნენ და სახეს ულეწავდნენ ახალგაზრდებს და ხალხს, ჩემი შვილი რომ აწამეს და მთელმა საქართველომ რომ გაიგო, საბა სვიტარიძე როგორ აწამეს, რატომ არ ჰქონდათ რეაგირება? თუ ახლა, ამ 2026 წელს მიიღო კანონი საპატრიარქომ მიტევების და შეწყალების და მანამდე არ ჰქონდა?

იმას კი ნუ იძახის არალეგიტიმური მთავრობა, რომ პატიმრებმა აღიარონ და შევიწყალებ, შესაწყალებლები ეგენი არიან და დროზე მიხედონ თავიანთ თავს და დროზე შეიწყალონ თავიანთი თავები და ჩვენი პატიმრებიც, - ამბობს სვიტარიძის დედა. 

მიხეილ ყაველაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მორიგ შეწყალების აქტს ხელს ნათლისღების დღესასწაულზე მოაწერს. საშობაო ლიტურგიიდან გამოსული ყაველაშვილი არ აკონკრეტებს იქნებიან თუ არა მათ შორის სინდისის პატიმრები. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პროევროპული აქციებისას დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლების შუამდგომლობით საპატრიარქომ სამჯერ მიმართა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, მათ შორის საპატრიარქო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, „არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა“.

 

მსგავსი სიახლეები