"აქციის და ჯანყის გეშინიათ?! ჰოდა მიიღებთ" - მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას
"აქციის და ჯანყის გეშინიათ?! ჰოდა მიიღებთ"- ასე პასუხობს თბილისში მოკლუჯლი 28 წლის პედაგოგის დედა პროკურატურის ახალ განცხადებას.
ეკა კუპატაძის თქმით, შეხვდება მხოლოდ გენერალურ პროკურორს, რადგან არავის ენდობა:
დიახ! პროკურატურას მოუწევს შემხვდეს!
ოღონდ, იტყვის რა ,,საგამოძიებო მოქმედებები" ჩაატარეს კი არა, რა არ/ვერ ჩაატარეს! საქმის პროკურორმა ტელე ეკრანებიდან გაიგო ბევრი რამ!!!!
მელაპარაკოს ის პროკურორი, ვისაც ჯერა, რომ ფეხზე მდგომ 28 წლის ჯანმრთელ ახალგაზრდას მუჭი დაარტყა 17 წლის გარყვნილმა, ამით მიაყენა შუბლის ძვლის მარჯვენა მხარის სრული მოტეხილობა და დაუზიანა ორივე ჰემის სფეროს ნახევარი!
აქციის და ჯანყის გეშინიათ?!
ჰოდა მიიღებთ!!!
ჩემი საბოლოო სიტყვა,
მხოლოდ ერთ დათმობაზე წავალ!
შევხვდები მხოლოდ გენერალურ პროკურორს! არ ვენდობი არავის!"- წერს კუპატაძე პროკურატურის საპასუხოდ.
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის ოჯახს დღეს მიმართა.
განცხადებში, რომელიც ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, უწყება მზაობას გამოთქვამს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.
ცნობისთვის, მოკლული გიგა ავალიანის დედა გუშინ "პირველებთან" ამბობდა, რომ გვარაკიძის უწყებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და საგამოძიებო უწყებასთან აქციეის გამართვას აპირებდა.
- 28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში რასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.
- ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციით შეფასდეს და ყველა დამნაშავე, მათ შორის, შესაძლო თანამონაწილეები, პასუხისგებაში მიეცეს.
მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას აფრთხილებს, რომ ვიდრე ყველა დაკავებული საბრალდებო სკამზე შესაბამისი მუხლით არ აღმოჩნდება, ის არ გაჩერდება.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.