სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი - შალვა პაპუაშვილი

07.01.26 14:19
სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილს გამოეხმაურა რომელშიც სიტყვის თავისუფლებაზეა საუბარი.

"ქართული ოცნების" ლიდერმა ევროკავშირი დღეს არაერთხელ გააკრიტიკა. 

ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს...

"მათ შორის იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდოიდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ ენჯეოებს, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია - ჩვენს ეკლესიასა და მის სიტყვას“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პატრიარქის სახელით გავრცელებულ საშობაო ეპისტოლეში წერია: 

"სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს". 

მსგავსი სიახლეები