თბილისში საშობაო "ალილო" მიმდინარეობს

07.01.26 15:33
თბილისში საშობაო "ალილო" მიმდინარეობს

თბილისში საშობაო "ალილო" მიმდინარეობს. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მომლოცველთა და მგალობელთა გუნდი ცოტა ხნის წინ დაიძრა. შობის მახარობლებს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ხვდებიან და ურმებს ტკბილეულითა და საჩუქრებით ავსებენ.

ალილოს მონაწილეები საკანონდემბლო ორგანოსთან არც წელს გაჩერდებიან. შალვა პაპუაშვილმა და "ოცნების"  დეპუტატებმა მოხუცთა სახლებისთვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადასაცემი საჩუქრები შობის მახარობლებს რესპუბლიკის მოედანზე მიუატანეს.

მსვლელობა საბოლოოს სამების საკათედრო ტაძარში მივა, სადაც საშობაო ლიტურგია აღევლინება.

მსგავსი სიახლეები