დღეს სინდისის პატიმრების, რეზო კიკნაძის და ირაკლი ქერაშვილის დაბადების დღეა - რა ხდება გლდანის ციხესთან

07.01.26 17:13
დღეს სინდისის პატიმრების, რეზო კიკნაძის და ირაკლი ქერაშვილის დაბადების დღეა - რა ხდება გლდანის ციხესთან

დღეს სინდისის პატირმების რეზო კიკნაძის  და ირაკლი ქერაშვილის დაბადების დღეა. გლდანის ციხესთან ამ წუთებში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდებსი ოჯახის წევრები, მეგობრები, სამოქალაქო ატივისტები არიან შეკრებილები და ასე ულოცავენ რეზოს და ირაკლის იუბილეს.

ცოტა ხნის წინ, ციხესთან შეკრებილებს სინდისის პატიმრებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში უყურებენ. 

"ახლა გისოსებიდან გიყურებთ და ნეტა იცოდეთ, როგორ გვიხარია", - თქვა რეზო კიკნაძემ სატეელეფონო საუბარში. 

შობას ვულოცავ მთელ საქართველოს. ასევე დღეს არის ჩემი ბიჭის, რეზოს დაბადების დღე და ვულოცავ და ვინც დღეს არის დაბადებული, ყველას ვულოცავ დაბადების დღეს.  აქედან ვუყურებ (ციხის მიმდებარედ), მე ვერ ვხედავ, ის იმედია დაგვინახავს და გაუხარდება. ყველას დიდი მადლობა", - ამბობს რეზო კიკნაძის დედა. 

რეზო ბიძია ჩემი გმირია, მინდა რომ გამოვიდეს. გილოცავ რეზო ბიძია"- ამბობს კიკნაძის დისშვილი.

 

მსგავსი სიახლეები