ფარცხალაძის გარემოცვის წევრი საქართველოს პატრიარქს შეხვდა - მამუკა ფიფია ფოტოს აქვეყნებს

07.01.26 16:53
ფარცხალაძის გარემოცვის წევრი საქართველოს პატრიარქს შეხვდა - მამუკა ფიფია ფოტოს აქვეყნებს

ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. მამუკა ფიფია შეხვედრის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. 

ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ, რის წინაშეც დგას ქვეყანა და რა შეიძლება მოხდეს ჩვენი სამშობლოს მტრებისგან - წერს მამუკა ფიფია სოციალურ ქსელში. 

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩემო მეგობრებო 
უფლის მადლი და შობის სასწაული მინდა ვუსურვო ჩვენს სამშობლოს 
რადგან ეს ახლა ყველაზე ძალიან გვჭირდება
მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით ყოველთვის იყო, არის და იქნება ყურადღების და მუდმივი საფრთხის ეპიცენტრში
  ჩემი რიგით მეოთხე და ყველაზე ამაღელვებელი შეხვედრა პატრიარქთან, უწმინდესის ლოცვა და სიყვარული გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს, 
ვისაუბრეთ  თუ რა დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს პატრიარქს, დედა ეკლესიას - ქრისტიანობას 
ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ რის წინაშეც დგას ქვეყანა და რა შეიძლება მოხდეს ჩვენი სამშობლოს მტრებისგან! 
არავისთვის არის დაფარული რომ გლობალისტები ებრძვიან ჩვენთვის ყველაზე სათუთს და სულიერ საზრდოს, ებრძვიან ქრისტიანობას საქართველოში.

ებრძვიან პატრიარქს, თავს ესხმიან სასულიერო პირებს.
იმისათვის რომ საქართველო გადარჩეს, 
საქართველო გაძლიერდეს
საქართველო გამთლიანდეს
ქართულ ეკლესიას უდიდესი როლი აქვს
რადგან საუკუნეების მანძილზე სწორედ ქრისტიანობამ იხსნა ჩვენი სამშობლო არაერთი მტრისგან, არაერთი განსაცდელისგან
ათეული წლებია ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი პატრიარქი უდგას სათავეში ჩვენს ეკლესიას და ვინ თუ არა მან ყველაზე კარგად იცის თუ რა საფრთხის წინაშეა ჩვენი სამშობლო, თუ რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ....
ისტორიულად ჩვენ ქართველები ვართ ილორის ეკლესიის საძირკველის  მეპატრონეები. 
 თუ იბერიას არ ვუპატრონეთ იბერიელებმა ღვთის ხატთან მისვლა შეგვრცხვება ყველას 
კონსოლიდებულმა ერმა და ბერმა, ერთად მშვიდობიანად უნდა გადავლახოთ ენგურის ხიდი. 
.უფალი იყოს ჩვენი მფარველი, უფალი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს - მფარველი. 
P.S  დიდი მადლობა უწმინდეს და უნიტარეს პატრიარქს საჩუქრებისთვის", - წერს ფიფია. 

  • შეგახსენებთ, რომ მამუკა ფიფია რამდენიმე თვის წინ მოსკოვში „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმებას ითხოვდა. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია აცხადებდა, მათ ხელთ აქვთ 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ავალებს.
  • ასევე, არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს მამუკა ფიფიას და ოთარ ფარცხალაძის მოლაპარაკებებს პუტინის მხარდამჭერ ბაიკერთა ჯგუფთან „ღამის მგლები“, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და ღიად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და ადრე ყირიმის ანექსიას. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში „ღამის მგლების“ ფილიალის გახსნაზეც.

მსგავსი სიახლეები