ვოლსკი იძახის მოინანიონო და ღმერთია? მის წინაშე უნდა მოინანიონ სინდისის პატიმრებმა? - მამა დოროთე

07.01.26 17:26
ვოლსკი იძახის მოინანიონო და ღმერთია? მის წინაშე უნდა მოინანიონ სინდისის პატიმრებმა? - მამა დოროთე

ვოლსკი იძახის მოინანიონო და ღმერთია? მის წინაშე უნდა მოინანიონ სინდისის პატიმრებმა? - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გლდანის ციხესთან განაცხადა, სადაც რეოზ კიკნაძის და ირაკლი ქერაშვილის დაბადების დღის მისალოცად უამრავი ადამიანია შეკრებილი. 

მამა დოროთე ამბობს, რომ მოვა დრო, როცა გია ვოლსკის თავად ექნება მოსანანიებელი პროევროპულ აქციაზე დაკავებულების წინაშე. 

სასულიერო პირმა ასევე ქრისტეს შობა მიულოცა ყველა ქართველს და მტავობის მისამართით თქვა: - "დღეს ერთი მოწყალება ეჩვენებინათ და შობა დღეს დაბადებული მაინც გაეთავისუფლებინათ"

ვულოცავ რეზოს, ირაკლის და ყველას, ვინც იუბილარია დღეს. ესენი არიან ის ბიჭები და ქალბატონები, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი საქართველო. მომავალი ჩვენია, რადგან ასეთი ხალხი გვყავს. რაც შეეხება მთავრობის ქრისტიანობას, შობა დღეს ერთი მოწყალება ეჩვენებინათ და შობა დღეს დაბადებული მაინც გაეთავისუფლებინათ. ვოლსკი იძახის სინანულს და ღმერთია, თუ ვინ არის? მოინანიონო და ვოლსკი წინაშე უნდა მოინანიოს რეზომ? მოვა დრო და ვოლსკის ექნება მოსანიანიებელი რეზოს წინაშე და ამ პატიმრების წინაშე ყველა ის ბოროტება, რაც მათ ამ ბიწებს გაუკეთეს. ბიჭებო, ნუ გეშინიათ, გაძლიერდით, ჩვენ შენთან ვართ, ღმერთი ჩვენთან არის და ჩვენ გავიმარჯვებთ", - ამბობს მამა დოროთე. 

ცნობისთვის, გია ვოლსკიმ დღეს უპასუხა კითხვას, აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადების შესახებ, სადაც მიტროპოლიტმა განაცხადა: „ამ შემთხვევაში მე არ ვარ გარკვეული კარგად პოლიტიკურ მოვლენებში - რისი მოლოდინი ჩვენ შეიძლება გვქონდეს. ჩვენი ხელისუფლება რა პოლიტიკური მოტივაციით ხელმძღვანელობს, მე ზუსტად არ ვიცი... იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან“.

ვოლსკის თქმით, „არ შეიძლება მხოლოდ იმაზე იყოს საუბარი, რომ მოწყალება სინანულის გარეშე იყოს ერთადერთი მამოძრავებელი ჩვენი საზოგადოებისთვის“.

„შეწყალება არის აუცილებელი და საჭირო, ისევე, როგორც სიღრმისეული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და იმ რეალობისა, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. როდესაც სტაბილურობის კერა გაჩნდა რეგიონში, მთელი ძალებით ამ სტაბილურობის კერას უტევენ. არ შეიძლება ამაში ჩაერთო და არ გაანალიზო ვის სჭირდება ეს და მხოლოდ იმაზე იყოს საუბარი, რომ მოწყალება სინანულის გარეშე იყოს ერთადერთი მამოძრავებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა ასეთია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები