თბილისში "ალილოს" ყოველწლიური საშობაო მსვლელობა გაიმართა
"ალილოს" ყოველწლიური საშობაო მსვლელობა დასრულდა - მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა, ცოტა ხნის წინ, სამების საკათედრო ტაძართან დაასრულა.
შობის მახარობლებმა დღეს, ტრადიციულად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ხანდაზმულებისთვის ტკბილეული და საჩუქრებით შეაგროვეს.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისი აღევლინა.
შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებული დღესასწაულია, განსაკუთრებული მოლოდინი იყო უფალი იესო ქრისტეს მოვლინებისა დედამიწაზე.
შეგროვდა ტკბილეული, სხვადასხვა სურსათი, რომელიც შემდეგ დღეებში დაურიგდება გაჭირვებულებს," - თქვა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა იოანე მჭედლიშვილმა.