დაბადების დღეს ვულოცავ რეზო კიკნაძეს და ირაკლი ქერაშვილს და ძალიან მაგარ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ - ვეფხია კასრაძე
სინდისის პატიმარი, ვეფხია კასრაძე რეზო კიკნაძის და ირაკლი ქერაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და უსურვებს ისეთ საქართველოში ცოხვრებას, რომელში ცხოვრებისთვისაც იბრძვიან.
"პირველებთან" სატელეფონო საუაბარში" ვეფხია კასრაძე ამბობს, რომ ყველა სინდისის პატიმარი მედგრად არის და დანებებას არ აპირებს.
მზად ვართ, რამდენიც საჭირო იქნება, იმდენი წელი ვიჯდეთ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გამომიშვან, ბრძოლას არ შევწყვეტ - უთხრა "პირველებს" ვეფხია კასრაძემ
პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული. ჩვენი იესოს, ჩვენი მაცხოვრის დაბადება. მინდა ჩვენ პატიმრებს მივულოცო ყველას, არ გამოვარჩევ სინდისის პატიმარს, პოლიტპატიმას, ჩვეულებრივ პატიმარს, ყველას ერთად მინდა ვუსურვო თავისუფლება.
დაბადების დღეა რეზო კიკნაძის და ირაკლი ქერაშვილის, ვულოცავ ორთავეს დიდი სიყვარულით, ვუსურვებ... გამძლეობა არ აკლიათ ბიჭებს, მაგრად დგანან, ვუსურვებ ძალიან მაგარ საქართველოში ცხოვრებას და ყოველივე საუკეთესო სურვილს ვუსურვებდი.
რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, უფრო ადრე რომ ჩარეულიყვნენ უკეთესი იქნებოდა და ვნახოთ რა, ჩვენ ბიჭები მზად ვართ რამდენი წელიც საჭირო იქნება იმდენი წელი ვიჯდეთ ამ ქვეყნისთვის, რომ გამომიშვან მე ბრძოლას არ შევწყვეტ მაინც და შეიძლება უკანაც შემოვბრუნდე. არც მაგაზე არ ვდარდობ მართალი გითხრათ, ცოტახანი ბავშვებსაც მოვეფერები თუ გამოვალ კაი იქნება და ვნახოთ, გონივრული გადაწყვეტილება იქნება თუკი მაგას გააკეთებენ თავიანთი მოღვაწეობის მანძილზე, რაც კი "ოცნებაა" იმიტომ, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვართ ჩვენ და ამაზე აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება მათ იმიტომ, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოდ გამოგვკეტეს ციხეში. [არ ისმის] მე ვუსურვებდი მათ, რომ გონს მოეგონ," - ამბობს ვეფხია კასრაძე.