სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა გურიაში დახმარებას ითხოვს - სად წავიდა მოქალაქეებისთვის გამოყოფილი მილიონები

07.01.26 17:53
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა გურიაში დახმარებას ითხოვს - სად წავიდა მოქალაქეებისთვის გამოყოფილი მილიონები

გურიაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი ისევ ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი და დახმარებას ითხოვს - ბიუჯეტიდან მილიონები გამოიყო, მაგრამ ოპოზიციის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ფული ხალხს პოლიტიკური ნიშნით დაურიგა. ივანიშვილსი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ დააკმაყოფილეს ის მოქალაქეები, ვინც მათი მხარდამჭერები არიან, ვინც არა ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თათია ნიკოლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს გურიაში ცავიდნენ და გამოიძიონ, სად წავიდა სტიქიით დაზარალებულებისთვის გამოყოფილი მილიონები. 

მაშინ, როდესაც გურიაში მერები, საკრებულოს თავმჯდომარეების და თანამდებობის პირების ხელფასები 1 800 ლარით გაიზარდა და ამასობაში რესტორნებში, ცეკვა-თამაშში და სიმღერაში მილიონები გამოყვეს, ამ ფონზე ადამიანები შობას და ახალ წელს ღია ცის ქვეშ ხვდებიან, მეორე წელი დაიწყო. სუს-მა მაღალ ფასებზე რომ დაიწყო გამოძიება და ღარიბაშვილის კორუფციას მისდევს კობახიძე, აბა ჩამობრძანდნენ და სად წავიდა ის მილიონები, 50 მილიონამდე თანხა, რომელიც ამ ადამიანებამდე, გაჭირვებულ ადამიანებამდე თეთრი არ მისულა, ის გამოიძიონ," - ამბობს თათია ნიკოლაშვილი. 

სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება - "ამოსასვლელი კი ნახეთ კიბე, ვერ შევდივარ, ვერ ამოვდივარ, ცუდი კიბეა, ამფერ პირობებში ვარ. ესეც [ჭერი] ჩამონგრეულია, მეშინია არ ჩამოვარდეს. მალე იქნებაო ძალიან, ყოველდღე იძახიან, ასე გვპირდებიან".

ძნელია ააშენებ და ბოლოს არაფერი არ გაქვს. 400-ლარიანი ვაუჩერი იყო [დიდთოვლობის დროს], წელს არა," - ამბობს დაზარალებული. 

დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ მათთან არ გამოჩენილა. 

არჩევნების წინ მოგვიტანეს [სახურავი], არა [იმის მერე არ გამოჩენილან]... ამ თოვლობაზე გადავრჩით. კი არ მინდა არაფერი, მაგრამ ნაშრომია, ნაწვალებია..." - ამბობს მოქალაქე. 

 

მსგავსი სიახლეები