დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულის ბაზარში 27 წლის კაცი ჩაცხრილა

07.01.26 19:04
დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულის ბაზარში 27 წლის კაცი ჩაცხრილა

დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულის ბაზარში 27 წლის კაცი ჩაცხრილა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ "კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ "კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი, მიყენებული ჭრილობის შედეგად  გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გატარდა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მადლობას ვუხდით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო და საგარეო ვაჭრობის სამსახურის წარმომადგენლებს ოპერატიული თანამშრომლობისთვის. ქართულ მხარეს თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის პროცესში მჭიდრო  და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. აღნიშნული  თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან  კოორდინაციით,   გახსნილია არაერთი, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაული," - წერია განცხადებაში. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა მარნეულის ბაზარში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას "შეკვეთილი მკვლელობის" კვალიფიკაციას აძლევს. 

მსგავსი სიახლეები