ყაველაშვილის დაანონსებული შეწყალება - გაიღება თუ არა ციხის კარი სინდისის პატიმრებისთვის
გაიღება თუ არა ციხის კარი სინდისის პატიმრებისთვის - შეწყალება დაანონსებულია, თუმცა მოხვდებიან თუ არა ამ სიაში ქვეყნის ევროპული მომავლის მცველები, ნათლისღებაზე გახდება ცნობილი. ნათლისღების დღესასწაულზე, "ოცნების" პრეზიდენტმა შეწყალების აქტის გამოქვეყნება დაანონსა, თუმცა არ უთქვამს, იქნებიან თუ არა ჩამონათვალში სინდისის პატიმრები. შეწყალებაზე კითხვა, ყაველაშვილს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაუსვეს, იქ სადაც ოცნების გუნდი საშობაო ლიტურგიაზე იყო მისული - რა კრიტერიუმებით აპირებს პატიმრების შერჩევას, ეს უცნობია.
სინდისის პატიმრებზე საუბრისას ყაველაშვილზე და ივანიშვილის გუნდის სხვა წევრებზე ბევრად მეტი თქვა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა. სინოდის წევრმა მიანიშნა რომ ციხეში გამომწყვეული ხალხი პოლიტიკური ნიშნით დაატყვევეს და პირდაპირ თქვა რომ დროა ხელისუფლებამ მათ ციხის კარი გაუღოს.
ოცნებას პოლიტიკური ტყვეების გათავიდუფლების მოთხოვნით დღეს კიდევ ერთმა სასულიერო პირმა მიმართა - განცხადება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსკოპოსმა ზენონ იარაჯულმა გაავრცელა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმაღლესი იერარქიის მდელთმთავრები ხელისუფლებას სინდისის პატიმრების და უკანონო ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტის გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ. მინიმუმ სამჯერ ასეთი ტიპის კომუნიკაცია წმინდა სინოდის წევრებს და კობახიძის მთავრობას შორის დაადასტურა ანდრია ჯაღმაიძემ - თუმცა დღეს ოცნებაში სასულიერო პირებისთვის პასუხის გაცემის ნაცვლად ისევ დასავლეთს ლანძღავდნენ.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.