რეზო კიკნაძის და ირაკლი ქერაშვილის უკვე მეორე დაბადების დღე გლდანის ციხეში
სოლიდარობა სინდისის პატიმრებს - ეს შეძახილები დღეს გლდანის ციხესთან ისმოდა - იქ, სადაც უსამართლოდ დატყვევებულებს შორის სინდისის ორი პატიმარი იუბილარია. რეზო კიკნაძე და ირაკლი ქერაშვილი უკვე მეორე დაბადების დღეს ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე გისოსებს მიღმა შეხვდნენ. მათ იუბილე ციხის გარედან მიულოცეს. სინდისის პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ოჯახის წევრები, ახლობლები და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მივიდნენ.
ქრისტეს შობა პატიმრებს ქართული ოცნების და საპატრიარქოს მიერ დასჯილმა სასულიერო პირებმაც მიულოცეს. მღვდლები აცხადებენ, რომ სინდისის პატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დაჭერილებ სამშობლოს ღირსებას იცავენ.
გლდანის მე-8 დაწესებულებაში გამოკეტილი სინდისის პატიმრები ახლა სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომებს ელიან. მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიას ახლა შანსი აქვს სასამართლოს რეპუტაცია გადაარჩინონ და უკანონო ბრალდებით დატყვევებულებს 1 ინსტაციის მიერ შეფარდებული პატიმრობა გაუუქმონ.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.