"სინდისის პატიმრები თუ გარეთ გამოვიდნენ შეწყალებით კაპიკი ფასი არ ყოფილა იმ ბრძოლის, რაც აქამდე გავიარეთ" - ზურაბ ცეცხლაძე

07.01.26 21:24
"სინდისის პატიმრები თუ გარეთ გამოვიდნენ შეწყალებით კაპიკი ფასი არ ყოფილა იმ ბრძოლის, რაც აქამდე გავიარეთ" - ზურაბ ცეცხლაძე

"სინდისის პატიმრები თუ გარეთ გამოვიდნენ შეწყალებით კაპიკი ფასი არ ყოფილა იმ ბრძოლის, რაც აქამდე გავიარეთ" - ამის შესახებ ნოემბერი-დეკემბრის აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სინდისის პატიმრები "ქართული ოცნების" პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალებას არ სთხოვენ - "ეს არ მოხდება და არც უნდა მოხდეს, ამ ქვეყანას ასეთი რაღაც არ აწყობს". 

ზურაბ ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ორი საქმის გაკეთება უნდა - თან თავი გულმოწყალედ აჩვენოს საზოგადოებას და თან უნდათ ბოლომდე ფსკერზე დაიყვანონ თავგამოდებით გულადი, მამაცი, მებრძოლი ადამიანები.

ჩვენ ვხედავთ რეჟიმის მხრიდან გარკვეული პირები საუბრობენ აი მოწყალება და აი შეწყალება, მაგრამ არის ერთი პიროვნება იქ კიდევ, რომელიც რეალურად გამოდის და... პაპუაშვილმა ბოლოს რა განცხადება გააკეთა - მოლოტოვის კოქტეილები, ევროპაში ხალხს წვავდნენ და ამ ადამიანებს დაწვა უნდოდათ თურმე - ადამიანი პირდაპირ ადებს ხელს, რომ ვიღაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა, ვირაც ამზადებდა და არცერთი ფაქტი არ არსებობს, სასამართლოში არ არსებობს, პროკურატურაში არ არსებობს, დამწვარი პოლიციელი არ არსებობს, აალებული მოლოტოვის კოქტეილი არ არსებობს. ანუ, აი ამ ყველაფერს, რაღაც ფორმით აჯაფსანდალს ქმნიან, საზოგადოების ერთ ნაწილს არწმუნებენ, რომ ისევ მათი მომხრეების პროპაგანდირება მიდის, რომ მოწყალე ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ და ერთი ბოდიში სიტყვას დაგვამადლეს. 

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რა შედეგს მივიღებთ. ისინი [სინდისის პატიმრები] თუ გარეთ გამოვიდნენ შეწყალებით კაპიკი ფასი არ ყოფილა იმ ბრძოლის, რაც აქამდე გავიარეთ, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ და რისთვისაც ერთი წელია ჩვენ ქუჩაში ვდგავართ. ეს არ მოხდება, არც უნდა მოხდეს, ამ ქვეყანას ასეთი რაღაც არ აწყობს, ამ ქვეყანას სჭირდება ვაჟკაცები, ამ ქვეყანას სჭირდება ღირსეული ადამიანები, ამ ქვეყნის განვითარებას, ამ ქვეყნის წინსვლას სჭირდება თავდადებული გმირები, რომლებიც სამშობლოსთვის მზად არიან თავიანთი თავისუფლებაც შესწირონ და თუ საჭირო გახდება სიცოცხლეც შესწირონ. ამათ ["ქართულ ოცნებას"] ორი საქმის გაკეთება უნდათ - თან როგორც გულმოწყალე ისე აჩვენონ საზოგადოებას თავი და ამავდროულად ბოლომდე ფსკერზე უნდა დაიყვანონ თავგამოდებით გულადი, მამაცი, მებრძოლი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი თავისუფლება შესწირეს, დროებით რა თქმა უნდა, რომ დღეს ქვეყანა არ ყოფილიყო რუსეთი, ბელარუსია და განსაკუთრებით არ ყოფილიყო ჩეჩნეთი," - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ. 

მსგავსი სიახლეები