ქუთაისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში 420 აბი ნარკოტიკული საშუალება იპოვეს

08.01.26 10:32
ქუთაისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში 420 აბი ნარკოტიკული საშუალება იპოვეს

სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას,  420 აბი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1964 წელს დაბადებული ნ.დ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები