შსს: ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი 75 სტიკერი - დაკავებულია 1 პირი

08.01.26 10:36
შსს: ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი 75 სტიკერი - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით  - 1982 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს. 

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი 75 სტიკერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები