ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ბაღდავაძე-კაჭკაჭაშვილის პროცესი მოსამართლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მამუკა ბაღდავაძის და გიორგი კაჭკაჭაშვილის პროცესი მოსამართლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
- ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში, კაჭკაჭაშვილს იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და დანაშაულის დაფარვას.
დღეს პირველი არსებითი სხდომა უნდა ჩატარებულიყო და სასამართლოს მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაეწყო. ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის გაიმართება შემდეგი სხდომა.
მამაუკა ბაღდავაძის ადვოკატის თქმით, პროკურატურამ 5-ჯერ მოითხოვა ვადის გახანგრძლივება საგამოძიებო პროცესისთვის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ბაღდავაძის წინააღმდეგ საქმეში ევრანაირი მტკიცებულება ვერ ჩადო.
რაიმე სახის მტკიცებულება ბრალდების მხარეს კონკრეტულად იმის მამხილებელი, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცრუ ინფორმაციის მიწოდება, არ მოუპოვებია. არსებითი განხილვის ეტაპზე ვიმედოვნებ, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი. საქმეში სატელეფონო კომუნიკაციები არ დევს, დევს მხოლოდ სახლის ჩანაწერები, სადაც არ ჩანს, რომ კონკრეტულად დაინახა გელა უძილაუაირლ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ატრიალებს მანქანას და დაახლოებით ერთ წუთში გამოდის გელა უძილაური ავტონაწილების დაშლილების საწყობიდან. აღნშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და შესასავლელიდან 80 მეტრის მანძილზე არის მამუკა ბაღდავაძის დაშლილების ავტონაწილებისი საწყობი, შესაბამისად მანდ მამუკა ბაღდავაძე კი არა ვერავინ ვერ დაინახავდა გელა უძლაურს. უძილაურის მხრიდან კონტაქტის შესახებ, პირდაპირი მოწმე, ვინც შესწრებია ამ კომუნიკაციას, არ არსებობს, თავად ბრალდების მხარე ამბობს ამას", - აცხადებს ადვოკატი.
დღეს სასამართლოში ასევე ჩანიშნულია ამავე საქმის ფარგლებში კიდევ სხვა ბრალდებულების - გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის პროცესიც.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.