ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - გიორგი მიქაძე სასამართლო პროცესს ესწრება

08.01.26 12:29
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - გიორგი მიქაძე სასამართლო პროცესს ესწრება

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის პროცესი მიმდინარეობს. 

განსასჯელის სკამზე სამი ბრალდებულიდან მხოლოდ გიორგი მიქაძე ზის, ის წინა პროცესებისგან განსხვავებით, დღევანდელ პროცესს ესწრება. რაც შეეხება დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს, საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული. 

შეგახსენებთ, რომ წინა პროცესებზე გიორგი მიქაძე სასამართლოში მისვლაზე უარს აცხადებდა და იყო ვარაუდი, რომ ეს ციხეში მისთვის მოწყობილ ე.წ. შუმოკს  (ტერორს) უკავშირდებოდა, რაც ადვოკატმა უარყო და ამ საკითხთან დაკავშირებით თავად მიქაძის პოზიციაც საჯაროდ გააჟღერა:

"მიქაძე ამბობს, რომ მას არასდროს გაუგია მისი მისამართით რაიმე მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებების საკითხი, რაც არის გავრცელებული. მას არც მოუსმენია, არც გაუგია,  შეიძლება რეალობასაც არ შეესაბამება ასე ფიქრობს და ეს ნამდვილად არ არის მიზეზი სხდომაზე არდასწრების"

  • ცნობისთვის, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ბადრი ნათობაძე [ბადუკა] აღიარებს, რომ გიორგი მიქაძისთვის მოწყობილი ფსიქოლოგიური ტერორის, ე.წ. შუმოკების და გინების უკან თავად დგას.
  • კაცი, რომელიც მიქაძეების საძმოს წევრის მკვლელობისთვის 19 წლიან სასჯელს 2016 წლიდან იხდის, ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტებთან პირადი შუღლი აქვს და "ქურდული დაკვეთა" აქ არაფერ შუაშია.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

ფოტო სოციალურ ქსელში ვცრელდება.

მსგავსი სიახლეები