ანი ნადარეიშვილის სამართლებრივი სტატუსი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის - პროკურორი

08.01.26 15:54
ანი ნადარეიშვილის სამართლებრივი სტატუსი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის - პროკურორი

პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის სამართლებრივი სტატუსი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებას აქვს ვადა იმისთვის, რომ გადაწყვიტოს წარედგინება თუ არა ანი ნადარეიშვილს ბრალდება. 

თამარ ბეჟუაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე, ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ბაჩო ახალაიას მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, გამოძიებას აქვს დაახლოებით 2-თვიანი ვადა, ვიდრე სასამართლოში საქმე წარიმართება, შესაბამისად საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს საქმის განხილვა, მტკიცებულებებიც გასაიდუმლოებული და საერთოდაც ძალიან საინტერესო არის. თქვენ ჟურნალისტებს, მათ შორის, საიდან ჩაუვარდათ ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები, რადგან ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და შესაბამისად საქმეზე არსებული მასალები საიდუმლოა. 

აქვს სასამართლო პროცესს დარღვეული დათქმები რის გამოც შესაძლებელია მტკიცებულებები იქნას გასაიდუმლოებული და დახურულ რეჟიმში წარიმართოს სასამართლო სხდომები. 

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე ამ რეჟიმში მიმდინარეობს საქმის განხილვა, თუ რაიმე შეიცვლება დამატებით... ჯერ-ჯერობით გამოძიების ეტაპია, სასამართლომდე არ წამოსულა საქმე, შესაბამისად ამასთან დაკავშირებით დამატებით გეცნობებათ.

ანი ნადარეიშვილმა დაკავებისთანავე სტატუსი შეიძინა ბრალდებულის, ბრალდებულის სტატუსს ადამიანი იღებს დაკავების დროსაც და მათ შორის ბრალის წარდგენის დროსაც. თუ პირს ბრალდება არ წარდგენია ამ ვადაში იგი დაკავებიდან იქნა გათავისუფლებული, შესაბამისად ბრალდების მხარეს ახლა აქვს გარკვეული ვადა გადაწყდეს მას წარედგინება [ბრალი] თუ არა. არა, ჯერ-ჯერობით არაფერს არ ვაანონსებთ, გამოძიება მიმდინარეობს, თუ რაიმე დამატებით დეტალი გახდება ცნობილი, თქვენც აუცილებლად გაცნობებთ. 

ანი ნადარეიშვილი უკვე დააკავეს და გათავისუფლდა, ბრალი ჯერ-ჯერობით არ წარდგენია. ადვოკატი ვერ იქნება იმიტომ, რომ მოწმედ იქნა დაკითხული უკვე ერთხელ. მისი სამართლებრივი სტატუსი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, ბრალდება წარედგინება თუ არა, ამას აქვს თავისი ვადები," - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები