მოსამართლე დავით მაკარიძემ "ტროტუარის" საქმეზე ჩემს წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა - გიორგი წულაია

08.01.26 19:22
მოსამართლე დავით მაკარიძემ "ტროტუარის" საქმეზე ჩემს წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა - გიორგი წულაია

სამოქალაქო აქტივისტი და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი წულაია ამბობს, რომ "ტროტუარის" საქმეზე მის წინააღმდეგ მოსამართლემ საქმის წარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

წულაია აღნიშნავს, რომ "ოცნების" ყველა მცდელობა, დააშინოს აქტივისტები, წარუმატებელი იქნება. 

შევხვდებით რუსთაველზე!, - წერს სამოქალაქო აქტივისტი. 

საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს

მოსამართლე დავით მაკარიძემ იმსჯელა და "ტროტუარის" საქმეზე შეწყვიტა საქმის წარმოება ჩემს წინაამღდეგ.

საქართველოს ევროპული და უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების განეიტრალებისა და დაშინების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება.

ამ ბრძოლაში ჩვენი უდრეკობით,თავგანწირვითა და უკომპრომისობით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.

შევხვდებით რუსთაველზე!, - წერს წულაია. 

მსგავსი სიახლეები