"მე იქ ხალხი გადავარჩინე" - სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული აკადემიკოსი
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ათონელზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და 4 ოქტომბერს გარკვეული რაოდენობის ხალხი გადაარჩინა.
დღესაც იგივეს გავაკეთებდი - განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყების წინ ბრალდებულმა ექიმმა მედიასთან.
მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ვასრულდებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. მე ვფიქრობ, რომ იქ რომ შევედი, გადავარჩინე გარკვეული რაოდენობის ხალხი. დღესაც იგივეს გავაკეთებდი. იქ თითოეულ მოძრაობას, გამოყვანას, შეყვანას აქვს თავისი გადამრჩენი მნიშვნელობა, ამიტომ, მე იქ რას ვანიშნებ, ეს იყო მხოლოდ სამედიცინო ქმედებები. რაც იქ გავაკეთე იყო სასიკეთოდ გაკეტებული, რომ იქ ვინც იყო გადარჩენილიყო", - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 15 პირის პროცესი იწყება. დღეს ბრალდების მხარემ ვიდეო მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს.
15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ვეა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
უფრო კონკრეტულად:
- გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.