არ ვიცი, ვის ეკუთვნის მადლობა, მაგრამ დიდი მადლობა ევას გათავისუფლებისთვის - ალექსანდრე გოგოლაძე სასამართლოზე

09.01.26 11:38
არ ვიცი, ვის ეკუთვნის მადლობა, მაგრამ დიდი მადლობა ევას გათავისუფლებისთვის - ალექსანდრე გოგოლაძე სასამართლოზე

მე არ ვიცი, ვის ეკუთვნის მადლობა. მაგრამ დიდი მადლობა ევას გათავისუფლებისთვის, ეს იყო დიდებული! - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ალექსანდრე გოგოლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროცესს ესწრება რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ევა შაშიაშვილიც.

15 პირის საქმეზე სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ვიდეო მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს.

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

მსგავსი სიახლეები