გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

09.01.26 11:54
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

განცხადების მიხედვით, ტრანსპორტის შეზღუდვის მიზეზი "ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის დონეა."

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა." - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები