მოსამართლე ვაღიარებ, რომ ყვავილი ვისროლე - ბრალდებული დავით ღურწკაია

09.01.26 12:19
მოსამართლე ვაღიარებ, რომ ყვავილი ვისროლე - ბრალდებული დავით ღურწკაია

სასახლის ღობის საქმე - საქალაქო სასამართლოში 15 პირის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე პროკურატურა ვიდეო-მტკიცებულებებს აჩვენებს. 

როგორც ადგილიდან "ტვ პრიველის" კორესპოდენტი იუწყება, ცოტა ხნის წინ, ბრალდების მხარის მიერ ნაჩვენებ კადრებში გამოჩნდა, რომ ბრალდებული დავით ღურწკაია ყვავილს ისვრის.

მოსამართლე ვაღიარებ, რომ ყვავილი ვისროლე - განაცხადა ღურცკაიამ პროცესზე. 

„ბრალში გიწერიათ, პოლიციელებზე იძალადაო. დადგენილი გაქვთ, რა ყვავილია?",- მიმართა ბრალდებულის ადვოკატმა,  პროკურორებს, რის შემდეგაც, პროკურორმა თქვა, რომ "იგივე ფორმით ჩაცმული პიროვნება სხვა პირებთან ერთად სასახლის ეზოშია შესული".

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

მსგავსი სიახლეები