თვალი ამომთხარეს და თქვენ გეცინებათ - კონსტანტინე კოკაია მოსამართლეს
თვალი ამომთხარეს და თქვენ გეცინებათ - ამ სიტყვებით მიმართა სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა, კონსტანტინე კოკაიამ მოსამართლეს და გიორგი გელაშვილს უთხრა, რომ სამართალი მის კარზეც მიაკაკუნებს.
კონსტანტინე კოკაია - თვალი ამომთხარეს და თქვენ კიდევ გეცინებათ
მოსამართლე გიორგი გელაშვილი - არავინ იცინის
კონსტანტინე კოკაია - გეცინებათ ბატონო მოსამართლევ, ღმერთი დიდია ყველაფერს ხედავს და თქვენთანაც მოაკაკუნებს
სასამართლოსში 15 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე პროკურატურას თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ ვიდეომასალა აქვს წარმოდგენილი - საუბარია ვდიეო-კადრებზე.
შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
უფრო კონკრეტულად:
- გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.