ია დარახველიძე ამბობს, რომ პროკურატურა მის საპროცესო შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობდა

09.01.26 13:54
ია დარახველიძე ამბობს, რომ პროკურატურა მის საპროცესო შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობდა

 

 

სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ია დარახველიძე ამბობს, რომ პროკურატურა მის საპროცესო შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობდა და მისგან ბრალის აღიარებას მოითხოვდა, თუმცა როგორც სამოქალაქო აქტივისტი აცხადეს, ამას არ დათანხმდა. 

ამ ბრალს არავითარ შემთხვევაში არ ვაღიარებთ, იმიტომ რომ არ ვართ დამნაშავეები - აცხადებს დარახველიძე.

დღეს პროკურატურა ია დარახველიძის კადრები, რომელიც 4 ოქტომბერს არის გადაღებული, სასამართლოზე აჩვენა, თუმცა კადრებში ბრალდებულის მხრიდან არანაირი ძალადობა არ ფიქსირდება. 

არცერთი პოლიტპატიმარი არ ვართ დამნაშავე. როგორც მაშინ, ახლაც და მომავალშიც, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაღიარებთ ბრალს და არ ვიტყვით, რომ ვართ დამნაშავეები. აქედან გამომდინსრე, რაც არ უნდა ბრალი წაგვიყენონ, ამ ბრალს არავითარ შემთხვევაში არ ვაღიარებთ. ამას უნდა შეეგუონ და ნუ ცდილობენ ჩვენზე ზეწოლას. არც საპროცესო ნაწილს არ დავთანხმდებით. ევასთან დამოკიდებულებაშიც რომ შეთავაზება მოხდა, ასევე ჩემთან მიმართებაშიც გაჟღერდა, რომ იასაც იგივე შევთავაზოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის აღიარებას არ ვაპირებ. ჩვენ ველოდებით, რასაც წარგვიდგენენ და ზუსტად ვიცით, რომ არაფერი ხელში არ აქვთ", - ია დარახველიძე.

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

მსგავსი სიახლეები