"ძმაკაცები იყვნენ, დანა დაურტყამს, საწყალი შველას ითხოვდა თურმე და მანქანასთან წაქცეულა" - შილდაში მომხდარი მკვლელობა

09.01.26 14:17
"ძმაკაცები იყვნენ, დანა დაურტყამს, საწყალი შველას ითხოვდა თურმე და მანქანასთან წაქცეულა" - შილდაში მომხდარი მკვლელობა

 

 

"პირველებმა" შილდაში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია - ირკვევა, რომ მოკლული ნოდარ ასაბაშვილი და დაკავებული ლევან ჩიტაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ. 

როგორც "ტვ პირველს" ადგილობრივები ეუბნებიან, ასაბაშვილს ჩიტაშვილი დასაქმებულიც ჰყავდა - "სადაც მიდიოდა მიჰყვადა, ერთად ჭამდნენ და სვამდნენ".

კაც სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, რომელიც გამოძებამ ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო.

ადგილობრივები მკვლელობის სავარაუდო მოტივად ქალზე ეჭვიანობას ასახელებენ. 

დანა აქვს დარტყმული. ჩხუბი მოსვლიათ. ახლო ძმაკაცები იყვნენ- ერთად ჭამდნენ და სვავდნენ. იმ ბიჭს, ვინც მოკლა, თავისთან ამუშავებდა, სვარკა ჰქონდა და იქ ამუშავებდა ხოლმე. ოჯახში მოსვლიათ უთანხმოება. ის ბიჭი შევარდნია, ის მოკლული, საცოდავი გარეთ გამოსულა, მიშველეთო ყვიროდა და თავის მანქანასთან წაქცეულა", - ამბობს მეზობელი.

"მეზობლებს იძახდა და შველას ითხოვდა. ორივე მათგანს ჰყავს შვილები" - ამბობს ადგილობრივი.

სისხლიანი ანგარიშსოწრება კახეთში გუშინ მოხდა. ლევან ჩიტაშვილი ახლა ბრალსი წარდგენას ელოდება. მას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.