ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე - რა თქვა სასამართლოზე პირმა, რომლისგანაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყიდეს
უკვე ორი საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე საქართველოში სამედიცინო ტექნიკის იმპერტიორი ბიზნესმენი იკითხება. ილია გიორგობიანმა თქვა, რომ თავდაცვის ექს მინისტრთან დაახლოებულმა პირებმა მისგან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყიდეს.
თუ მოწმის ჩვენებას დავეყრდნობით, შესყიდვის პროცესში მთავარი მოთხოვნა იყო, რომ როგორც შესყიდვა, ასევე სამედიცინო ინვენტარის განთავსების ადგილი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.
მოწმემ სასამართლოზე თქვა, ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის წევრს აპარატზე დიდძალი თანხა დაუკლო.
2023 წლის გაზაფხულზე დამიკავშირდა ნაცნობი, ალექსანდრე ხეთერელი. მან მითხრა რომ უნდოდა ტექნიკა, საიდუმლო შესყიდვით. ივაჭრა, ფასი დავუკელი, თვეები სჭირდება ამ ტექნიკის დამზადებას, კვლავ დამიკავშირდა ალექსანდრე ხეთერელი, რომელმაც რთული აპარატი უნდოდა. სანქიცების გამო მწარმოებლები ითოხვენ თუ სად არის განთავების ოთახები. დამიდასტურა, რომ ეს იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი. გამიკვირდა, რატომ იყო საიდუმლო შესყიდვა. ვერ გავიგე სახელმწიფო რატომ აკეთებდა ამას საიდუმლოდ. ჩემი კომპანიის პასუხიმგებლობა აპარტურის მიწოდება იყო ადგილამდე. საიდუმლო დაშვება იყო. 68 0000 ევროზე შევთანხმდით", - განაცხადა ილია გიორგობიანმა.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
- ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება. ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.