საშიში საკვები ჩვილებისთვის - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განგაშის სიგნალი ჩართო

09.01.26 20:26
საშიში საკვები ჩვილებისთვის - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განგაშის სიგნალი ჩართო

"ნესტლეს" ხსნადი რძე გაყიდვიდან ამოღებულია - მიზეზი ტოქსინებია. შესაძლოა ნედლეულში გამოვლინდეს ტოქსინი კორეულიდი. დახლებზე ვეღარ ნახავთ "ნესტლეს" "ნან 1 ოპტიპროს" როგორც თუნუქის 800 გრამიან ასევე "ნან 2 ოპტიპროს" 1050-, 800-, 400-გრამიან თუნუქისა და მუყაროს ყუთებს.

ეს ტოქსინი ჩვილებში დიარეას, ღებინებას და სისუსტეს იწვევს. თუ ბავშვმა ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები მიიღო, სიმპტომები შესაძლოა დაეწყოს საკვების მიღებიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში.

მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს სიმპტომები მათ შვილებს გამოუვლინდათ და პედიატრის რეკომენდაციით საკვები შეცვალეს.

პედიატრების თქმით, საგანგაშო არაფერია - მთავარია, მშობლები ყურადღებით იყვნენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმს მიმართონ. უმთავრესი რეკომენდაციაა, რომ ადაპტირებული რძის ნარევების მარაგები, რაც ჩვილების კვებისთვის შეიძინეს, ოჯახებმა აღარ გამოიყენონ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.