ხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ კიდობანში გაჩნდა
წერეთლის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ კიდობანში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ქსოვილების მაღაზიაში განჩნდა.
ადგილზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით დაკვამლიანება სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზეა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის მანქანები.
მოქალაქეები ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრში შესაძლოა მათი თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
[ჩემი თანამშრომელი] ხანძარი რომ დაიწყო მაშინ ვნახეთ ბოლოს, როცა დაიწყო ხანძარი, სავარაუდოდ ავიდა მე-3 სართულზე და იმის მერე უკვე უცნობია სად... არ ვიცი, შენობიდან გამოსული არ არის იმიტომ, რომ ქურთუკი და ხელჩანთა თან მაქვს, დაცვამ რომ გამომიყვანა ესენი გამოვიყოლე, რა ტქმა უნდა, იქ არ დავტოვე. მეგონა, რომ შეიძლება ჩამოსულიყო ან ქვემოთ დამხვედროდა. არა [ტელეფონზე არ არის კონტაქტური] ზარი გადის და არ პასუხობს. სავარაუდოდ არის შიდა პერიმეტრზე," - ამბობს სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი.
განახლება:
21:55: ხანძარი ლიკვიდირებულია