ქალი პოლიტიკოსები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ

10.01.26 12:01
ქალი პოლიტიკოსები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ

ქალი პოლიტიკოსები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. უწყვეტ საზოგადოებრივ წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია ხალხის მოთხოვნებს აღარ პასუხობს და საეთერო დროს მათ აღარ უთმობს.

ქალმა პოლიტიკოსებმა წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ცოტა ხნის წინ დატოვეს 

"საზოგადოებრივი აქტუალური თემები არ ხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტივში. მაშინ როდესაც, მაგალითად, მთელი წლის განმავლობაში ათობით ქალაქსა და რეგიონში, ჩვენ სინდისისი პატიმრებსი ოჯახებთან ერთად  დავარიგეთ პოლიტპატიმრების გაზეთები, მივიტანეთ მათი სიტყვა მოქალაქეებამდე და არაერთი მედიასაშუალების ობიექტივში მოხვდა ეს ჩვენი კამპანია, სამწუხაროდ ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს არ გაუშუქებია", - ამბობს თეონა ჭალიძე.