ქალ მსჯავრდებულებს მანანა თოდაძემ უმღერა
ქალ მსჯავრდებულებს მომღერალმა მანანა თოდაძემ უმღერა და ახალი წელი მიულოცა- როგორც პენიტენციური სასმახური იუწყება, მუსიკალური საღამო №5 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულთა მონაწილეობით.
კონცერტის მიმდინარეობისას მსჯავრდებულებმა საცეკვაო და თეატრალიზებული ნომრები წარმოადგინეს, ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებს საჩუქრად საკუთარი ხელით შექმნილი ხატები გადასცეს", - წერია გავცრელებულ ინფორმაციაში.