ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა).