კონგოელი სტუდენტის ბუნდოვანებით მოცული სიკვდილი ოჩამჩირეში

10.01.26 12:36
კონგოელი სტუდენტის ბუნდოვანებით მოცული სიკვდილი ოჩამჩირეში

კონგოელი სტუდენტის ბუნდოვანებით მოცული სიკვდილი ოჩამჩირეში - 29 წლის ჯერემი მეკანდა, სტუდენტი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, აფხაზეთში სამუშაოდ ჩავიდა და იქიდან აღარ დაბრუნებულა.

ოფიციალური ვერსიით, ის 2025 წლის 24 დეკემბერს სამუშაო ადგილზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. თუმცა სტუდენტის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის მოკლეს. ოჯახი დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ.

"ერთადერთი ინფორმაცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ თავი მოკვეთილი აქვს" - წერს „ეხო კავკაზას“ კონგოელი სტუდენტის ბიძაშვილი.

„რამდენიმე დღის წინ გვაცნობეს, რომ ჩემი ძმა, ვითომდა, აფხაზეთში, ცემენტის ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. დღემდე არ ვიცით მომხდარის ზუსტი დეტალები. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ თავი მოკვეთილი აქვს“, - წერს მისი ბიძაშვილი, ჯენის ფერაზი, „ეხო კავკაზას“.