შსს: დაკავებულია ძებნილი პირი, რომელმაც სალიზინგო კომპანიას 13 000 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა

10.01.26 13:17
შსს: დაკავებულია ძებნილი პირი, რომელმაც სალიზინგო კომპანიას 13 000 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი -  1979 წელს დაბადებული ზ.ჭ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ძებნილმა პირმა  არ შეასრულა  ერთ-ერთ  კომპანიასთან  დადებული ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა.   ზ.ჭ. - ს მიერ  ჩადენილი  კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სალიზინგო კომპანიას 13 000  ლარზე მეტი ზარალი მიადგა.

მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.