თბილისში შაბათის ტრადიციული მარშისთვის ემზადებიან
თბილისში შაბათის ტრადიციული მარშისთვის ემზადებიან. დღესაც 19:00 საათზე შეკრება ფილარმონიასთან დაიწყება.
ხალხი მელიქიშვილიდან დაიძრება და მთელ რუსთაველის გამზირს საპროტესტო შეძახილებით ჩაივლის.
შაბათის მარშების უმთავრები მოთხოვნაა: პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას - რა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მოწამლეს ხალხი ერთი წლის წინ ქუჩაში.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი მოთხოვნა - მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვენ სინდისის პტიმრების გათავისუფლებას, უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩანიშვნას.
დღეს შაბათის მარშის დღეა - დღე, როდესაც საქართველოში მთელმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება- მედგრად და უწყვეტად. ყველამ უნდა დაინახოს, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა, შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამინი გამოვიდეს და გავმართოთ სახალხო მარში". - ამბობს სინდიდის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.