რატომ ვერ სრულდება ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია - რას ამბობენ ექსპერტები

10.01.26 20:56
რატომ ვერ სრულდება ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია - რას ამბობენ ექსპერტები

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია რვა წლის შემდეგაც დაუსრულებელია. თბილისის მერი კახა კალაძე დათქმულ ვადებში ვერ ჩაეტია და სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტის დასრულების ახალი ვადა 2026 წლის 30 მაისია. ამასთან, კვლავ გაურკვეველია, რა მოცულობის სამუშაოები შესრულდა ბოლო წლებში. ადგილზე თვალით შესამჩნევია, რომ მეტროსადგურის ჭერი მხოლოდ ნაწილობრივაა განახლებული, თუმცა მისი უსაფრთხოება მგზავრებისთვის კვლავ კითხვებს აჩენს.

შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან უკვე 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და პროცესმა რვა წელი მოიცვა, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

ექსპერტების შეფასებით, საქართველოს შიდა ბაზარზე არ არსებობს საკმარისად კვალიფიციური კომპანია, რომელსაც ასეთი რთული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება შეუძლია, თუმცა ეს ფაქტორი პროექტის დაგეგმვისას გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც სამუშაოების გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.

მრავალწლიანი და დაუსრულებელი სამუშაოები აჩენს ეჭვებს, რომ პროცესში შესაძლოა კორუფციული ნიშნები და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთებოდეს. ამ ფონზე, კახა კალაძის მერობის პერიოდში არაერთი დაგვიანებული და შეუსრულებელი პროექტი კრიტიკის საგნად იქცა. კორუფციის საკითხების მკვლევარები აცხადებენ, რომ თბილისის ბიუჯეტის მართვაში ქალაქის მერს არც საკმარისი უნარი და არც ნდობა აქვს.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები