MTA: თეთნულდზე თოვლში მოყოლილი პირი ამოვიყვანეთ, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდაა

11.01.26 08:13
MTA: თეთნულდზე თოვლში მოყოლილი პირი ამოვიყვანეთ, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდაა

მაშველებმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლში მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო (MTA) ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

სააგენტოს თანახმად, დაშავებულ პირს მსუბუქი დაზიანებები აქვს. 

"მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა. თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა". - ნათქვამია MTA-ს განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" ავრცლებს.