კადრების შესაძლო გავრცელებას სკოლაში მოჰყვა დაშინება, ბულინგი, ზეწოლა - პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ პედაგოგთან

11.01.26 17:28
კადრების შესაძლო გავრცელებას სკოლაში მოჰყვა დაშინება, ბულინგი, ზეწოლა - პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ პედაგოგთან

ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელაც სავარაუდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, პირველ ინტერვიუს "პირველებს" აძლევს.

54 წლის კაცი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელების შესახებ მან დაახლოებით 1 თვის წინ, მაშინ გაიგო, როცა საგამოძიებო უწყებიან დაუკავშირდნენ და მოწმის სახით გამოკითხეს. 

კაცი აღნიშნავს, რომ კადრები, რომელის საფუძველზე ის სკოლაში ბულინგის და დაცინვის ობიექტი გახდა, პროკურატურას საქმეში არ უდევს და არც ამ პერიოდის განმავლობაში მოუძიებია. გამოვლენილი არ არიან ის პირები, ვინც პედაგოგის თქმით, ამ შესაძლო დანაშაულის უკან დგანან. 

პედაგოგი მარავალწლიანი სტაჟით, ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. მასწავლებელს კითხვები აქვს სკოლის ადმინისტრაციასთანაც, რომლებმაც ჯერ სამსახურიდან წასვლა ურჩიეს, შემდეგ კი სადისციპლინო კომიტეტის მეშვეობით თანამდებობიდან გაუშვეს. 

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გავრცელდა სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სავარაუდო გავრცელების შესახებ მაცნობეს პოლიციიდან, მე გამოვცხადდი, რასაკვირველია, პოლიციაში, ვინაიდან და რადგანაც ეს [პირადი კადრების გავრცელება] მძიმე დანაშაულია. კატეგორიულად მოვითხოვე, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და სავარაუდო გავრცელების ფაქტი თუკი ნამდვილად დადასტურდებოდა, სავარაუდო გამავრცელებლებიც უნდა დასჯილიყვნენ.

პროკურატურას გონივრული ვადა უკვე ჰქონდა იმისათვის, რომ 10 დეკემბრიდან, დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა.

მე რატომღაც ველოდი, რომ ჩემი სკოლის პედაგოგები გარკვეულ ემპათიას გამოხატავდნენ დაზარალებული პედაგოგის მიმართ, თუმცა დაზარალებულის სტატუსი დღემდე არა მაქვს მიღებული, მოწმის სტატუსით ვარ დაკითხული პოლიციასა და პროკურატურაში.

ამას [ინფორმაციას კადრების გავრცელების შესახებ] მოჰყვა სკოლაში დაშინება, ბულინგი, ზეწოლა. თუკი მსგავსი კადრები გავრცელდა, ეს ხელს შეუშლის სკოლაში შენს საქმიანობას, შესაძლოა ადგილი ჰქონდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტს, ამიტომ შენ უნდა დაწერო განცხადება და წახვიდე სამსახურიდანო"- აღნშნავს პედაგოგი. 

მასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან და პედკოლექტივისგან მხარდაჭერას ითხოვს. საგამოძიებო უწყებებს კი კიდევ ერთხელ მოუწდებს, საქმე ობიექტურად გამოიძიონ. 

54 წლის კაცი ასევე ითხოვს სკოლაში დაუყოვნებლივ აღადგინონ და განუმარტონ, რა გახდა მისი გათავისუფლებს მიზეზი. 

"პირველები" იმ სადისციპლინო კომისიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი განიხილეს და პედაგოგი სამსახურიდან გაუშვეს, თუმცა მან მოტივზე, რა გახდა მასწავლებლის გათავისუფლების მიზეზი არ ისაუბრა.