"ბრძოლა გრძელდება" - ხალხი დატყვევებული ქალი ჟურნალისტის მხარდასაჭერად ერთიანდება

11.01.26 19:03
"ბრძოლა გრძელდება" - ხალხი დატყვევებული ქალი ჟურნალისტის მხარდასაჭერად ერთიანდება

მზია ამაღლობელის უკანონოდ დატყვევებიდან ზუსტად 1 წლის თავზე, პროევროპული საზოგადოება სინდისის პატიმარი ქალის მხარდასაჭერად, მორიგ ჯერზე გაერთიანდება. 24 საათში, შეკრების მთავარი ადგილი, მარჯანიშვილის მოედანი იქნება, საიდანაც პროტესტის მონაწილეები, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მარშით გადაინაცვლებენ.

ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, “ქართულმა ოცნებამ” ციხეში შეთითხნილი ბრალდებით, ცრუ ჩვენების საფუძველზე 2 წლით გამოკეტა.

ქალი, რომელმაც საკუთარი და ქვეყნის ღირსების დაცვის გამო, ბათუმის პოლიციის უფროსს სილა გააწნა, რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

“სილა რეჟიმს”, სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობა ის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

“იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის” - დღეს მზია ამაღლობელს სოლიდარობა, მისივე სიტყვებით, ქალმა პოლიტიკოსებმა, რუსთავის ქალთა კოლონიასთან გამოუცხადეს. დატყვევებულ ჟურნალისტს, გამამხნევებელ შეძახილებს, რამდენიმე საათში გააგონებენ კოლეგებიც. 

ხატია სამხარაძე დეტალებით