თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მოქალაქეები ირანისა და საქართველოს დროშებით შეიკრიბნენ და თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
საპროტესტო აქციები ირანში 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლა და 2 600-ზე მეტი დააკავა.