ე.წ. "ტროატუარის საქმეზე" ელენე ჯღარკავას პროცესი ისევ გადაიდო
სასამართლო შენობაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო ელენე ჯღარკავას პროცესი ხუთჯერ შეწყდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუა კავკასიის ბიზნესსკოლის დეკანს ტროტუარზე დგომისთვის ასამართლებდა, თუმცა საბოლოოდ, პროცესის გადადება კიდევ ერთხელ მოუწია. არადა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შსს-ს ის მტკიცებულებები უნდა წარმოაედგინა, რომელიც წინა სასამართლო სდომაზე დაავალა მათ მოსამართლემ.
მოსალოდნელია, რომ ან გადაიდოს, ან მიიღოს გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ რეალურად, ყველა სხდომა, რაც მანამდე იყო, მეორე მოსმენაც, ისიც გადაიდო, შესაბამისად, ვნახოთ.
მოლოდინი მაქვს იგივე - რა დავალებაც ექნება, ალბათ იმის მიხედვით იმოქმედებს მოსამართლე და სავარაუდოდ, ე.წ. ტროტუარის საქმეზე ერთიანი მიდგომა ექნებათ. ვნახოთ, მე მზად ვარ რა ტიპის განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ამით ჩემი პროტესტში მონაწილეობა არ გაჩერდება, - თქვა ელენე ჯღარკავამ პროცესის დაწყებამდე.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ცაცუა, სავარაუდოდ, ცნობილი 26 იანვარს გახდება.
აღსანიშნავია, რომ დღესვე საქალაქო სასამართლოში ე.წ. "ტროტუარის საქმეზე" კიდევ სამი პირის პროესია ჩანიშნული.