"სოლიდარობა მზია ამაღლობელს" - ბათუმელი მედროშეს სიტყვა სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მიერ წადგენილ ვიდეომტკიცებულებს განიხილავენ.
ბათუმელი მედროშე, ზურაბ ჭავჭანიძე 59 დღეა, ციხეში შიმშილობს და ამბობს, რომ ამ გზით უსამართლობას აპროტესტებს.
ჭავჭანიძემ პროცხესზე დამსწრეებს, მათ შორის მოსამართლესაც ახალი წელი მოულოცა და სოლიდარობა გამოუხცხადა დატყვევებულ ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს.
- ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.