ე.წ. ტროტუარის საქმეზე ჩანიშნული ყველა პროცესი საქალაქოში ისევ გადაიდო

12.01.26 16:25
ე.წ. ტროტუარის საქმეზე ჩანიშნული ყველა პროცესი საქალაქოში ისევ გადაიდო

ე.წ. "ტროტუარის საქმეზე" ჩანიშნული 4-ვე პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო. ირკვევა, რომ "ოცნების" გამოძიებას დემონსტრანტების წინაააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მიაქვს.

აქტივისტების ადვოკატები პირდაპირ ამბობენ, რომ საქმეები აბსურდულია და რომ კადრებში, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოადგენილი, კანონსაწინააღმდეგო  არაფერი ჩანს. 

რასაც ვუყურებთ, ეს არის აოცანა, რომ უბრალოდ, პროტესტი გაქრეს. გიორგის შემთხვევაში აბსურდული იყო მთლიანად პირველ პროცესზე წარმოდგენილი ვიდეომასალები, რომელიც სუსმა დაგვათვალიერებინა. ვერაფერს ვხედავთ გარდა იმისა, რომ ადამიანი დგას ტროტუარზე. დღესაც სხდომა გადაიდო იმ მოტივით, რომ დისკზე იყო სხვადასხვა რაოდენობის ვიდეოები ჩაწერილი. სამწუხაროდ, არაკონსტიტუციური ცვლილებების კიდევ უფრო ბუნდოვანი და არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტის ადვოკატი. 

არასაკმარისი ტკიცებულებების გამო პროცესები უკვე მეორედ გადაიდო. მანიჩარ ცაცუა აღნიშნულ საქმეებზე 26 იანვარს იმსჯელებს. 

მსგავსი სიახლეები