IPI: მზია ამაღლობელი საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მედია მენეჯერის, ქალი ჟურნალისტის პატიმრობას აფასებს.
დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) პრესის თავისუფლების გმირი მზია ამაღლობელი უსამართლოდ დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, - დაწერა IPI-მ.
ორგანიზაცია ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებით, გააგრძელებენ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ყურადღებით დაკვირვებას.
„დაპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემდეგ, მზია პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აღრმავებს ავტორიტარულ რეპრესიებს განსხვავებული აზრის მიმართ, ხოლო დამოუკიდებელი მედია გადარჩენის ზღვარზეა.
ვინაიდან სასამართლო პროცესი გრძელდება და მზია ციხეში რჩება, IPI გააგრძელებს სასამართლო პროცესის ყურადღებით მონიტორინგს, მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნის დაცვას და საქართველოში პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.