ვინ არის ბიზნესმენი, ვინც რუს ტურისტებს მხარდაჭერას უცხადებს და მოქალაქეებს ემუქრება

12.01.26 21:05
ვინ არის ბიზნესმენი, ვინც რუს ტურისტებს მხარდაჭერას უცხადებს და მოქალაქეებს ემუქრება

მუქარის შემცველი მესიჯი, რესტორან "მთვრალი ალუბლის" მფლობელებს, მათივე ინფორმაციით, გუდაურში მდებარე სასტუმროდან მიწერეს. "გუდაური ვინთერ ჰაუსის" ხელმძღვანელობა, გაბრაზებული რუსი ტურისტების გამო წუხს, რომელსაც გადახდის ქვითრის ბოლოს მიწერილი "რუსეთი ოკუპანტია" არ მოეწონათ.

რესტორნის მფლობელები აცხადებენ, რომ მუქარის შემცველი მესიჯი გუდაურში მდებარე სასტუმრო "ვინთერ ჰაუს გუდაურის" წარმომადგენლებისგან მიიღეს. კაცი, რომელის ნომრიდანაც მესიჯი გაიგზავნა აპლიკაცია WhatsApp-ში კახა მაღრაძის სახელით არის რეგისტრირებული, ის ბრალდებებს არ უარყოფს.

ვინ ფლობს სასტუმრო აპარტამენტებს "ვინთერ ჰაუსს გუდაურს". პირველად ის ჩვენი ყურადღების ცენტრში 2021 წელს მოექცა, როდესაც დადგინდა, რომ აპარტამენტების მფლობელი და ბიზნესის მმართველებიც გახმაურებული საქმეების პროკურორის ჯარჯი წიკლაურის ცოლი, თამარ მამისაშვილი იყო. მაშინ სააკაშვილის საქმის პროკურორი არ უარყოფდა, რომ ეს მისი ოჯახის ბიზნესი იყო.

ამ დრომდე სასტუმრო სახლის, "გუდაური ვინთერს ჰაუსის" გვერდზე ისევ პროკურორ წიკლაურის ცოლის საკონტაქტო მონაცემებია მითითებული. ჩვენ დავინტერესდით, ემუქრებოდნენ თუ არა მისი სახელით იმ რესტორნის მფლობელს, ვინც ჩეკის ბოლოს აწერს რომ რუსეთი ოკუპანტია.

ვისი დაკვეთით იცავენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და რატომ ემუქრებიან ქართველ ბიზნესმენებს? ტურიზმის სექტორში ამბობენ, რომ ყველაფერი "ქართული ოცნების" პოლიტიკის ბრალია, ქვეყანა რუსი ტურისტებით არის გადავსებული და მათი კომფორტისთვის ყველაფერი კეთდება. ისინი უპრობლემოდ ყიდულობენ სახლებს. ამ დროს კი ის, ვინც ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის მხარდამჭერები არასასურველი სტუმრები არიან ან პროტესტის სხვადასხვა ფორმა აქვთ მოფიქრებული - მუქარის ობიექტები ხდებიან.

დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში