სასახლის ღობის საქმე - დაკავებულები ისევ ციხეში დატოვეს

12.01.26 21:14
სასახლის ღობის საქმე - დაკავებულები ისევ ციხეში დატოვეს

ბათუმელი მედროშე "ოცნების" რეჟიმს ციხიდან ბრძოლას უანონსებს. ციხეში გამოკეტილმა ზურაბ ჭავჭანიძემ დღეს განსასჯელის სკამიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და სოლიდარობა გამოუცხადა დატყვევებულ ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს.

სასახლის ღობის საქმე - დღეს, დაკავებული 14 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. დარბაზში მყოფებს მძიმე ისტორიების მოსმენა მოუწიათ. დაკავებულმა მედროშემ შიმშილობის ფონზე გონება ორჯერ დაკარგა, თუმცა მოსამართლემ მაინც ყველა პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულების უმეტესობა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია. ბევრ მათგანს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს - მათ შორის გიორგი რურუას, რომელმაც მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლისკენ მოუწოდა და აუხსნა, რომ მისი ოჯახი უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაში, გარდა ამისა რურუამ ყურადღებაა გაამახვილა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაში ყოველდღიურად უარესდება.

მოსამართლემ არცერთი გამონაკლისი არ დაუშვა და 14 პირი ისევ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს "ოცნება" მრავალი წლით უპირებს ციხეში გამოკეტვას, არც ერთი მათგანი არ ნანობს, რომ მნიშვნელოვან დღეს ქუჩაში იდგა და ქვეყნის მომავალს იცავდა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულ სურათს არ ასახავს და შერჩევითი ხასიათისაა. მათი შეფასებით, აღნიშნული გარემოება ბრალდების მტკიცებულებების სანდოობას სერიოზულ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში