თბილისის პარალელურად, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

12.01.26 20:55
თბილისის პარალელურად, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

თავისუფლება მზია ამაღლობელს - თბილისის პარალელურად, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება ბათუმშიც. 

პროტესტის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და დაკავებულ ჟურნალისტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მათი თქმით, მზია ამაღლობელი "ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. 

ცნობისთვის, დედაქალაქში მზია ამაღლობელის სოლიდარობის მარში იმართება. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.